დავასრულეთ ტრენინგი : ინტელის ძირითადი კურსი-პროექტებით სწავლება.გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მოვისმინე ჯგუფის წევრების პრეზენტაციები.მომეწონა ბევრის პროექტი.იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგი,რადგან მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში.დიდი მადლობა ტრენერს-ნინო მარგიშვილს ასეთი საინტერესო დღეებისთვის.
воскресенье, 3 мая 2015 г.
суббота, 2 мая 2015 г.
მერვე დღე
შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესური,რომელიც დამეხმარება დიფერენცირებული სწავლების დროს.მისი საშუალებით შემიძლია დახმარება გაუწიო იმ მოსწავლეებს ვისაც ესაჭიროება ამ ტიპის დახმარება.
ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა დრაივზე, განთავსება ბმულის სახით და გამოქვეყნება.მისთვის რომ ყველას შეეძლოს დათვალიერების რეჟიმში ნახოს ჩემი ბლოგი.დავაყენეთ ბლოგზე მთვლელის და გამოკითხვის გაჯეტი.
რთული არ იყო, მაგრამ იყო შრომატევადი.
ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა დრაივზე, განთავსება ბმულის სახით და გამოქვეყნება.მისთვის რომ ყველას შეეძლოს დათვალიერების რეჟიმში ნახოს ჩემი ბლოგი.დავაყენეთ ბლოგზე მთვლელის და გამოკითხვის გაჯეტი.
რთული არ იყო, მაგრამ იყო შრომატევადი.
вторник, 28 апреля 2015 г.
დღე მეშვიდე
შევქმენი მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების რუბრიკა და განვიხილეთ როგორ უფრო მისაღები იქნება შეფასების რუბრიკაში კრიტერიუმებისთვის წონის მინიჭება.ეს საშუალებას მოგვცემს ობიექტურად მოვახდინოთ ყველა მოსწავლის შეფასება. . დავასრულე პროექტის გეგმაში პროცედურების გაწერა და აგრეთვე
პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გეგმა.
суббота, 25 апреля 2015 г.
დღე მეექვსე
დღევანდელი გაკვეთილის პროცესში აისახებოდა პროექტის გეგმის პრეზენტაციაზე მუშაუბა.
.გავეცანით მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომების ნიმუშებს და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.საუბარი იყო და განვიხილეთ პროექტის პროცედურა,რომელიც მოსამზადებლად მივიღეთ საშინაო დავალებად.ვფიქრობ ეს ნაბიჯი უფრო ხელშემწყობი იქნება დასაგეგმ პროექტზე სამუშაოდ...
воскресенье, 19 апреля 2015 г.
დღე მეხუთე
გავეცანი საავტორო უფლებებს და ვიდეოს განთავსებას ბლოგზე,რის გამოყენებაც დამჭირდება პროექტებზე მუშაობისას
ავითვისეთ ფონის შეცვლა.ბლოგზე სურათის ჩასმა.
ამ ცოდნას გამოვიყენებ იმისათვის რომ მოსწავლეებს ვასწავლო მულტიმედიაზე მუშაობა. რესურსების მოძიება და ბლოგზე დადება
суббота, 18 апреля 2015 г.
მეოთხე დღე
შევიტანეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები პროექტის გეგმაში.
შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,ვისწავლე პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების სხვადასხვა მეთოდები და
შევიმუშავეთ პროექტისათვის შეფასების მეთოდი და მიზანი.მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის დროში გაწერილი შეფასების გეგმა,რომელიც კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობას.
суббота, 4 апреля 2015 г.
დღე მესამე
- დავასრულეთ მშობლის ბუკლეტის მეორე გვერდი,ეს საჭირო ინფორმაციული მასალა დამეხმარება მშობლის ინფორმირებაში.
- დავიწყეთ მეორე მოდულზე მუშაობა
- პროექტის გეგმაში სტანდარტისა და მიზნების, შედეგებისა და ინდიკატორების გაწერა
- გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომიის და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ზმნები მიზნის დაწერაში
- გავეცანით მიმართულების საკვანძო კითხვებს:ზოგადი, თემატური და შინაასობრივი,რაც მომცემს მიმართულებას პროექტის თანმიმდევრობაში.
მივიღე სასარგებლო რესურსი პროფესიული განვითარებისთვის
воскресенье, 29 марта 2015 г.
დღე მეორე
- ბლოგზე ფოსტის გამოქვეყნება და რედაქტირება.
- პოსტებზე კომენტარების დადება.
- ერთმანეთის ბლოგებზე გადასვლა და კომენტარების დადება.
- მასწავლებლის არჩევა და მათ ბლოგებზე კომენტარის დადება.
- დაარქივება და შენახვა.
- ბუკლეტის მომზადება მშობლებისთვის.
- ინტერნეტიდან სურათების გადმოტანა ბუკლეტზე.
- საშინაო დავალება
მნიშვნელოვანი იყო ბუკლეტების შექმნა,რაც პროექტის გამრავალფეროვნების და თვალსაწიერის გაზრდის ერთ-ერთი ელემენტია.
დღე-პირველი
გავეცანი 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს.ვიმუშავებ,რომ მოსწავლეებს ხელი შეუწყო ამ უნარების გამოვლენასა და მის განვითარებაში.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღებ
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღებ
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა
და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
● სხვადასხვა
ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● საერთო
მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
● განსხვავებულ
როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
● გაურკვეველ
სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
● ადეკვატურად
და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
● მოსაზრებებისა
და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
●კულტურული
განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა
და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
● ინტერპერსონალური
და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების
მისაღწევად;
●ჩართული
მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
● ერთიანობისა
და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
● ფართო
საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.
Подписаться на:
Сообщения (Atom)